ინგლისელი მსახიობი ბელა რემზი წლევანდელი წლის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. იმის მიუხედავად რომ გოგონას Game of Thrones-ის ფანები წლებია, კარგად იცნობენ, ახალგაზრდა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა HBO-ის კიდევ ერთ გახმაურებულ სერიალში, The Last of Us, მონაწილეობამ მოუტანა.
„უკანასკნელ ჩვენგანში“ 19 წლის ბელამ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ელი, განასახიერა. თუმცა, მისი სამსახიობო დებიუტი ჯერ კიდევ 2007 წელს შემდგარა, როცა 4 წლის რემზი სკოლამდელი სასწავლებლის სცენაზე დადგა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჰოლივუდის ინდუსტრიაში ბავშვებიც კი არ არიან დაცულები სილამაზის არარეალისტური და დრომოჭმული სტანდარტების გავლენისგან. სულ ცოტა ხნის წინ ბელამ გაიხსენა, თუ როგორ დაიწუნეს როლზე მხოლოდ მისი გარეგნობის გამო.
"ჩემს ერთ-ერთ პირველ კასტინგზე მითხრეს, რომ რეჟისორს ძალიან მოვეწონე, მაგრამ მონაწილეობას მაინც ვერ მივიღებდი, რადგან 'არაჰოლივუდური გარეგნობა' მქონდა",იხსენებს რემზი, — "ძალიან საინტერესო მგონია ეს".