რეგიონის განვითარება, მისი გაძლიერება, მიმზიდველობის ზრდა, რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ის ძირითადი ღერძია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უდევს საფუძვლად. ამიტომ, ნებისმიერი წვლილი, შეტანილი სოფლის განვითარებაში, ფასდაუდებელი კაპიტალდაბანდებაა, თავად ქვეყნის კეთილდღეობაში.
"ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" - თავად პროექტის სახელწოდება შეიცავს ჩვენთვის მრავლისმეტყველ და მგრძნობიარე სიტყვებს. რეგიონებიდან ახალგაზრდების მაღალი გადინების პირობებში, მათთვის საკუთარი საქმის დაწყებაში ხელშეწყობა ის წინაპირობაა, რომელიც არა თუ სოფლის დაოტოვების სურვილს გაუქრობს ახალგაზრდებს, არამედ იქეთ მიიზიდავს კიდევ ბევრს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმრები არიან „ლიბერთის“ მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე და პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი