ბაზარზე მაღალი კონკურენციისა და ფართო არჩევანის ფონზე, მომხმარებელს ზოგჯერ უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პროდუქტის სასარგებლოდ. შენაძენის შეფასება ხშირად მისი მოხმარების შემდეგ გვიწევს, რითაც ხან კმაყოფილი, ხანაც იმედგაცრეუბული ვრჩებით. თუ საქმე ხშირი მოხმარების პროდუქციას ეხება, რომლის გარეშეც ყოველდღიურობა უბრალოდ წარმოუდგენელია, სასუველი ხარისხისა და ხელსაყრელის ფასის პროდუქტის ძიება ხანგრძლივ ექსპერიმენტს ემსგავსება, მანამ სანამ არ მივაგნებთ იმას, რასაც ვეძებდით.
დღეს გადავწყვიტეთ საქმე გაგიადვილოთ და ქართული წარმოების, ყოველდღიური საჭიროების პროდუქცია გაგაცნოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი შესაბამისობაშია, ხარისხიც, ასორტიმენტიც, ფასიც და რაც მთავარია ქართულია.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმრები არიან "პალიტრა მედიის" მარჯეტინგის მენეჯერი მაგდა მულაძე და "კრიალას" კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი მიხეილ ხუციშვილი