საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტი თითქმის 1000%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ყირგიზეთში თითქმის 45 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 4 მილიონს მცირედით სცდებოდა.
როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ექსპორტის ზრდა ძირითადად ავტომობილებსა და სამკურნალო საშუალებებზე მოდის. მათ შორისაა როგორც მსუბუქი ავტომობილები, ასევე სატვირთოები და სპეციალიზირებული ტექნიკა, მათ შორის ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა. საქართველოდან ყურგიზეთში ასევე გადის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მინერალური წყლები, ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი, ასევე გააქვთ ხის ნახშირი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი დაახლოებით, 296%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის თებერვალში კავშირის 5 ქვეყანაში დაახლოებით 33 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წელს თებერვალში 129 მილიონ დოლარს გადააჭარბა