თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლიურად 69%-ით გაიზარდა. მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში, კომერციულმა ბანკებმა 185 მილიონ 358 ათასი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 76 მლნ ლარით აღემატება, ანუ ზრდა დაახლოებით 69%-ს შეადგენს.
2022 წლის თებერვალში ბანკების წმინდა მოგება 110 მლნ ლარზე ცოტა მეტი იყო. ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 615 მილიონ 477 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები დაახლოებით 483 მლნ ლარი იყო. თებერვალში კომერციული ბანკების ხარჯებმა დაახლოებით 403 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, თებერვალში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ კი 75 მლნ ლარს.
ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 41 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. გასულ წელს 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.8 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.