რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დასავლეთის ტოტალური ჰიბრიდული ომის ფონზე რუსეთის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გადადგმის უფლებას იტოვებს. მისი თქმით, აშშ-სა და ნატო-ს მიზანს რუსეთის სტრატიული მარცხი და ქვეყნის განადგურება წარმოადგენს, რის შესაძლებლობასაც ვაშინგტონს რუსეთი და მისი მოკავშირეები არ მისცემენ.