ნატო-მ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის გზები უნდა გამოძებნოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვილნიუსში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით გამოვთქვი სურვილი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ჩაერთოს ამ სამიტში და პრეზიდენტი ზელენსკი სამიტზე სიტყვით გამოვიდეს. ამავდროულად, ნატო-მ უნდა გამონახოს თანამშრომლობის ფორმატები, რომელიც მხარს დაუჭერს როგორც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ასევე გარდამავალ პერიოდს და ასევე ხელს შეუწყობს ევროპაში უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას“, - განაცხადა ლიპავსკიმ შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებ, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.