UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-11 ნომერმა უმარ ნურმაგომედოვმა ტვიტერში დაწერა, რომ დანა უაითმა მას საღამოს მთავარი ბრძოლა და მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება შესთავაზა.
ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა აღნიშნა, რომ UFC-ის პრეზიდენტმა მატჩის თარიღად 13 მაისი დაუსახელა, რასაც დაღესტნელი დათანხმდა, თუმცა ბრძოლა მერაბის ტრავმის გამო ვერ შედგება.
ასევე შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი კორი სანდჰეგენმაც გამოიწვია და "მანქანაც" დათანხმდა, ხოლო დანა უაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ბრძოლას აზრი აქვს.