აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, პარასკევამდე დროშები დაეშვება.
CNN-ის ინფორმაციით, მოკლული სამივე ბავშვი ცხრა წლის იყო, 28 წლის თავდამსხმელი ქალი კი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. პოლიციელებმა ის თავდასხმის ადგილზე მოკლეს. ნეშვილში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.