ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის მეთაურმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.ნეთანიაჰუს თქმით, მან დაძაბულობის შესახებ იცის და ხალხს უსმენს. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო სისტემის სადავო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროტესტები საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მთავრობა არასდროს მიიღებს სამოქალაქო ომს და ახლა ისრაელი დგას კრიზისის წინაშე, რომელიც ეროვნული ერთიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.