პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე ეტაპის დაწყებას მოუწოდებს, რის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო და შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნა.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მისაღებია ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ საზედამხედველო და საკონსულტაციო საბჭოების არსებობა არ არის აუცილებელი.