ისრაელში საპროტესტო აქციები განახლდა. დემონსტრანტები ქნესეთისა და უზენაესი სასამართლოს შენობებთან შეიკრიბნენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო სისტემის რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. პროტესტის ნიშნად, ისრაელის 27-ი ქალაქის მერმა შიმშილობა გამოაცხადა. საყოველთაო გაფიცვას ისრაელის უდიდესი პორტის, ჰაიფას თანამშრომლებიც შეუერთდნენ. საყოველთაო გაფიცვა, პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ დაიწყო. ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობას საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. ისააკ ჰერცოგის თქმით, ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება, რის გამოც გონივრული გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. იერუსალიმში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები პარალელურ რეჟიმში იმართება. განცხადება გააკეთა თავად, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე მომიტინგეებს პასუხისმგებლობით მოქმედებისა და ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.