ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დროებით ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტმა, სამხედროების პოზიციები მოინახულა, ჯარისკაცებს უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა და ისინი საპატიო ორდენებით დააჯილდოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საავადმყოფოში ის სამხედროებიც მოინახულა, რომლებიც ფრონტის ხაზზე დაშავდნენ და ამ დროისათვის მკურნალობის კურსს გადიან. უკრაინის პრეზიდენტი, მედიკოსებსაც შეხვდა და მათ თითოეული სიცოცხლის გადარჩენისათვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ შეხვედრა ზაპოროჟიეში ვიზიტისას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსისთანაც გმართა.