ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი მაინტერესებს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე „გრინსერვის პლუსის" ბრალდებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მისი დიდი სურვილია, ეს ტრაგედია გამოიძიონ. საქმეზე თბილისს საქალაქო სდასამრთლოში პროცესი გაიმართა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.