საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე.
გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია.
„ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500).
შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში, - ნათქვამია ინფორმაციაში.