მონაცემები ისევ აშშ-ში რჩება. მან ამაში იგულისხმა ის, რომ ეს მონაცემები იმ სერვერებზე ინახება, რომელიც სწორედ რომ ამერიკის მიწაზეა.
მიუხედავად ამისა, სენატორები სკეპტიცისზმით უსმენდნენ შოუს და მათი უნდობლობა აშკარა იყო.
"თქვენი პასუხები არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ გვინდა გავიგოთ კი, ან არა, მაგრამ ვიღებთ ბუნდოვან ტექსტს. თქვენ მე მარკ ცუკერბერგს მახსენებთ, ისიც ასე საუბრობდა. ეს სიტყვებით ცეკვას ჰგავს და ბუნდოვანია", — უთხრა შოუს სენატორმა ტონი კარდენასმა.
"თქვენი პლატფორმა უნდა აიკრძალოს", — თქვა დეპუტატმა კეტი მაკმორის როჯერსმა, კონგრესის ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.დაისვა უცნაური შეკითხვებიც, მაგალითად, როგორიცაა "უკავშირდება თუ არა ტიკტოკი სახლის Wi-Fi ქსელს?"
ტიკტოკის აღმასრულებელი დირექტორი ამ მართლაც უცნაურმა შეკითხვამ დააბნია. მან სენატორს უპასუხა, რომ სოციალური ქსელი არაფერ კრიმინალურს არ აკეთებს და ზოგადად მისი გამოყენებისთვის ინტერნეტია საჭირო. კონგრესმენი პასუხმა არ დააკმაყოფილა და თავისი უცნაური შეკითხვა კიდევ უფრო ჩახლართული გახადა — რაიმე სხვა მოწყობილობებს ხო არ უკავშირდება თქვენი სოციალური ქსელიო.
იყო პირდაპირი ბრალდებებიც, სადაც ტიკტოკი დანაშაულის წახალისებასა და ამ მხრივ პრევენციული ზომების არ მიღებაში დაადანაშაულეს. სოციალური ქსელის აღმასრულებელ დირექტორს სხდომაზე რამდენიმე ვიდეოც ჩაურთეს, რომელიც დანაშაულის წახალისებასთან იყო დაკავშირებული და ისინი ტიკტოკმა თავის დროზე არ დაბლოკა.
იყო ისეთი მწვავე კითხვები, სადაც შოუს პირდაპირ მოსთხოვეს ეთქვა იღებდა თუ არა ის პასუხისმგებლობას იმ უარყოფით შედეგებზე, რაც სოციალურ ქსელს აქვს. საინტერესოა, რომ ამაზე შოუმ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მისი კომპანია ზრუნავს თავის მომხმარებლებზე.