მოლდოვაში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით წვრთნები დაიწყო. 7 აპრილის ჩათვლით სამხედრო წვრთნები გაიმართება.
მოლდოვის სამხედრო უწყების განცხადებით, მანევრებში მონაწილეობას რუმინელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები მიიღებენ. წვრთნების ფარგლებში სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებაა დაგეგმილი.
ოფიციალურ ინფორმაციაში აღნისნულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. მოლდოვას ხელისუფლებამ მოქალაქეები სამხედრო წვრთნების მიმდინარეობის პერიოდში საავატომობილო გზებზე სამხედრო ტექნიკის შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით გააფრთხილა და ტექნიკის გადაადგილების მიზეზებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.