შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე გამოეხმაურა. მან სახალხო დამცველს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დააფიქსიროს პოზიცია და დაუდგეს გვერდში დაზარალებულ ქალებს. გარდა ამისა, წითლიძემ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.