ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით - ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები.
მოქმედი კოდექსის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, განმეორებით შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით ხოლო, იურიდიული პირი 300 ლარით. თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდება, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარამდე იზრდება, იურიდიული პირი კი 500 ლარის დაჯარიმდება.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია HUB GEORGIAS-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე