ბოლო პერიოდში სამედიცინო სექტორისთვის თამაშიც წესები ხშირად იცვლება. ერთ-ერთი ბოლო DRG მეთოდის შემოღება იყო, რომელსაც მისი ამოქმედებიდან მალევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. როგორც მაშინ დარგის წარმომადგენლების აცხადებდნენ, ტარიფები განსაკუთრებით ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა. შედეგად ექიმების ნაწილი დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაზე და ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობდა.
"ბიზნეს პალიტრა" დაუკავშირდა რამდენიმე კლინიკას. მათ შორის ერთ-ერთი „ნიუ ჰოსპიტალსია“. კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკებმა ოპერაციების ჩატარება შემოსავლების შემცირების ხარჯზე მაინც განაგრძეს, თუმცა რესურსი ამოწურვადია, შესაბამისად მისი თქმით, კლინიკების ნაწილში ფინანსური კრიზისი დაიწყო.
კიდევ ერთი სიახლე, რაც ჯანაცვის სექტორს ეხება - საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.
რა ხდება რეალურად ჯანდაცვის სფეროში? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე