ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის კანონიერ მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის ინფორმაციით, დაზიანდა შენობა, რომელშიც ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული.
საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, მელიტოპოლი უკრაინულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს.
„წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა“, - აცხადებენ ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციაში.