საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მთავრობამ დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება.
პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამები სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა.