თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ში პეზარო ანგარიშით 88:76 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
თოკომ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. საუკეთესო დენიელ ჰეკეტი იყო, რომელმაც 13 ქულა და 8 პასი მიითვალა.ვირტუსს 23 ტურში 19 მოგება მოუგროვდა, მომდევნო მატჩი კი 2 აპრილს, სტუმრად, ტრიესტესთან ელის.