ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში რამდენიმე ჯგუფში უკვე მე-2 ტური დაიწყო.
C ჯგუფში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, ინგლისის ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაუტანა, ჰარი კეინისა და ბუკაიო საკას წყალობით. ინგლისმა დამაჯერებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რადგან ორ ტურში 6 ქულა აქვს და უკრაინამდე იტალიაც დაამარცხა.ევროპის ჩემპიონმა იტალიამ თავის მხრივ პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან სუსტი მეტოქე ჰყავდა - მალტა. "სკუადრა აძურამ" პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი - მატეო რეტეგიმ და მატეო პესინამ გაიტანეს. მატჩის დანარჩენი ნაწილი კი იტალიელებმა ბურთის კონტროლში გაატარეს.
იტალიის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე შემდეგ შეხვედრას სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს, რადგან ივნისში ერთა ლიგის ოთხთა ფინალში უნდა იასპარეზოს, ხოლო ინგლისი 16 ივნისს მალტას ესტუმრება. მანამდე ჯგუფს ინგლისი 6 ქულით ლიდერობს, იტალიისა და ჩრდ. მაკედონიის აქტივში 3-3 ქულაა, უკრაინა და მალტა კი უქულოდ არიან.