ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, აგრესორი ქვეყნის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 23 საჰაერო და 38 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
გენშტაბის ცნობითვე აგრესორი ქვეყნის ძალების ძირითადი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინის თავდაცვის ძალებია.
შეტევები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდივის, მარინკასა და შახტარის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვამ გასულ 24 საათში მტრის 60 შეტევა მოიგერია.
გენშტაბის განცხადებითვე, დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც.
უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს აგრძელებს.