ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მთავარი ყურადღება კვლავ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას ემობა. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ არსებული ვითარებისა და უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ ინფორმაცია ყველას ჰქონდეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენა გააჩნია.