ისრაელში ახალი საპროტესტო ტალღაა. ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი გალანტი, მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებით გამოირჩეოდა და საკუთარ უკმაყოფილებას არ ფარავდა. მისი გათავისუფლების გასაპროტესტებლად მოქალაქეები, იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ეთანიაჰუს სახლის მახლობლად შეიკრიბნენ, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.