რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.