თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა . ინფორმაციას გამოცემა Politico თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებით მისი პოზიტიური პოზიციისთვის.