აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. უწყების ცნობით, შტატები ნატოს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული დარცება და ამავედროს სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავენ.