"ძალიან საყვარელია ქეთი დედის ამპლუაში" - წერენ მუსიკოსის თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში. ქართველი-ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი დედა 10 დეკემბერს გახდა. მას ჯერჯერობით საზოგადოებისთვის შვილის მამა "არ წარუდგენია".
"ჩვენ ახლა სანდროს მშობლები ვართ, ყველაფერი სიზმარს ჰგავს, არასდროს მიგრძვნია ასეთი ძლიერი სიყვარული. მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის“, - წერდა ქეთი სოციალურ ქსელში.
ახლა კი ქეთი როიალ ალბერტ ჰოლიდან ფოტოს ტვირთავს, სადაც სანდოსთან ერთად ITV-ის ინტერვიუ მისცა.
"სანდრო პირველად როიალ ალბერტ ჰოლში. ბევრი ვისაუბრე ჩემს ჩანაწერზე (ალბომზე) "სიყვარული & ფული" და გზაზე, რომელიც დედის ამპლუაში გამოვიარე. განა მჯერა, რომ ორიოდ თვეში შოუს ჩასატარებლად აქ დავბრუნდები, არ მჯერა!