საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „თეთრი ბაირაღების“ ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტი მსახიობების მონაწილეობით შედგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნუგზარ ბუცხრიკიძე.
ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი; საქართველოს პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე - კულტურის კომიტეტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე; ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასი უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული და, საგულისხმოა, რომ სპექტაკლში მონაწილეობდნენ პირველკურსელებიც.
ცნობილია, რომ „თეთრი ბაირაღების“ სცენაზე გაცოცხლების შემოქმედებით პროცესს ხშირად ესწრებოდა თავად ავტორი, ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი - ნოდარ დუმბაძე. მისი დაბადებიდან 95 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, სტუდენტების მონაწილეობით სწორედ „თეთრი ბაირაღები“ დაიდგა, რისთვისაც კულტურის მინისტრმა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძესა და სტუდენტებს დიდი მადლობა გადაუხადა.