ტიკტოკის ახალი ეფექტი Bold Glamour სწრაფად გავრცელდა პლატფორმაზე და ერთი თვის თავზე 16 მილიონი კონტენტი მოაგროვა. კომპანია Dove კი არარეალური სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ კრეატიული კამპანიით გამოდის.
ვიდეორგოლი ხანგრძლივი პროექტის ნაწილია, სახელწოდებით #TurnYourBack. მასში ვხედავთ ქალებს, რომლებიც ეკრანისგან ზურგშექცევით დგებიან, რათა არაბუნებრივ, ყალბ და „ჩარჩოებში მოქცეულ“ სილამაზეს თავი დააღწიონ. ასევე, როგორც კომპანია და კრეატიული სააგენტო Ogilvy აღნიშნავენ, მსგავს ფილტრებს 13 წლის თინეიჯერების 54% იყენებს, რაც ტენდენციის გააქტიურებას კიდევ უფრო უწყობს ხელს…„როდესაც ახალგაზრდები თავიანთ ფოტოებს თითქოსდა იდეალური ფილტრებით ამახინჯებენ, ეს მათ აღქმაზეც მოქმედებს. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ტოქსიკური, სტერეოტიპული Bold Glamour ფილტრის გამოყენებას მოეშვან და ნამდვილი სილამაზე წარმოაჩინონ“.