2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა 4 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში დაისვენეს. სამთო-სათხილამურო კლუბი „იქსტრიმის“ დახმარებით, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებმა სპორტული, გასართობი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობები განახორციელეს. პროექტის დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების შვილები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა მოინახულა.