ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურ რწმუნებულს იოახიმ შტამპის შეხვდა. მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურმა რწმუნებულმა მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.