აშშ-ის შტატებში, მისისიპსა და ალაბამაში ტორნადოს შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის გამო, მისისიპის შტატის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
როლინგ-ფორკის ქუჩები სავსეა დამსხვრეული მანქანებით, აგურებითა და მინებით - ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.
როგორც მედია წერს, ტორნადო შტატებს შუაღამისას დაატყდა თავს, მაშინ, როდესაც ადამიანების უმრავლესობას ეძინა და განგაშის სიგნალის ხმა არ გაუგია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისისიპში არსებულ მდგომარეობას გულსატკენი უწოდა და განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა, რაც შეიძლება ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად.