აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ტორნადო დაატყდა თავს. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალი განსაკუთრებით ძლიერი მისისიპის შტატში იყოს, სადაც სტიქიურ უბდურებას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 4 პირი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ათაოსბით სახლს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.