უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იარაღის სიმცირის გამო უკრაინას ჯერ-ჯერობით არ შეუძლია მტრის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა დამატებითი დახმარება საბრძოლო მასალითა და ავიაგამანადგურებლებით, რასაც უკრაინელები საერთაშორისო პარტნიორებისგან ელიან.