ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცახდებით, საქართველოში მედიაგარემო ვიწროვდება. ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, დეგნანი ამბობს, რომ მედიაგარემოს დავიწროება მოსახლეობის ინფორმირებულობას უქმნის საფრთხეს. ამერიკელი დიპლომატი ყველას ახსენებს, რომ თავისუფალი მედიაგარემოს არსებობა დასავლური ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა.