“ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეეგრელოს 4 დღიანი ტურნე, შემაჯამებელი აქციით დაასრულა. პარტიის ლიდერები ზუგდიდის ცენტრში 9 აპრილის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათი მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების დასრულებაა. გიორგი ბოტკოველის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ქვეყანა, რომელსაც ექნება ევროპული მომავალი და ხელისუფლება თავისი მავნებლური ქმედებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.