ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. საქართველომ შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება. „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის „ ფარგლებში პაციენტებისთვის სრული დაფინანსებით ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა, ასევე, უახლესი თაობის მედიკამენტები.