საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსს სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში დაინტერესებული მოქალაქეები, ქართულ ენასთან ერთად, უფასოდ შეისწავლიან ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას. პროექტის მიზანი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.