შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მხარეები შეთანხმდნენ , რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.