საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის პარტნიორობით, 24 მარტს ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი პირველად გამოვლინდა და ჩეხეთში სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდა. ღონისძიება პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
პრიზი სოციალური კონცეფციის მაღაზიამ “ესკი”, სოციალურმა საწარმოებმა: ,,დედიკო“და ,,ტენე“, სასტუმრო „სევსამორამ“, „ალტე უნივერსიტეტმა“, ,,პალიტრა ჰოლდინგმა“ და გამომცემლობამ „პალიტრა ლ“-მა დააწესეს.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობდა.