საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პერსონაზე უკვე ღიად ალაპარაკდა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის როლი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ბუნდოვანია, ეს კი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს. ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ ძალას აკისრებს და 12 რეკომედაციის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორ ხედავს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს და როგორ ეხმაურება მის გზავნილებს ოპოზიცია.