ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ.
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს პეკინში გამგზავრება შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვით რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რისთვისაც ჩინეთთან კომუნიკაცია აუცილებელია.