მთავრობის მეთაურის ინტერპელაციის წესით გამოსვლას ოპოზიციის ნაწილი ისევ მწვავედ აკრიტიკებს. ამბობენ, რომ გუშინდელ სესიაზე სიახლე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, უკრაინის ლანძღვა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა იყო. პრემიერის ოპონენტების განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაზე, ირაკლი ღარიბაშვილისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. ოპოზიცია პრემიერს გაყიდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს მრავალი საუკუნის განმავლობაში ებრძვის, პრემიერი მტრებს სხვაგან ეძებს, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე მკვეთრ ნეგატიურ გავლენას ახდენს.