გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და “ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსის მიმართ გაჟღერებული კრიტიკული შეფასებები იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად არ ასრულებს, ეს კი კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას გულისხმობს. განსხვავებული ხედვა აქვს რამაზ საყვარელიძეს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ბერბოკისა და გერმანიისგან ღია მხარდაჭერას გრძნობს, შესაბამისად, პოზიტიურ შედეგებს ელოდება. ამის დასტურად მას ოლაფ შოლცის განცხადება მოჰყავს, სადაც კანცლერი ამბობს, რომ ევროპა თბილისადმე უნდა გაფართოვდეს.