გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისი უკვე დატოვა. ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. გერმანელი დიპლომატი ქართველმა კოლეგამ,ილია დარჩიაშვილმა გააცილა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრა გამართა მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ბერბოკი საკოუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელსაც ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.