„ჯეო ჰოსპიტალსმა“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის და ნეიროკრიტიკული მედიცინის მიმდინარე გამოწვევები“ უმასპინძლა. ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა სპეციალისტებმა ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიასა და ნეიროკრიტიკულ მედიცინაში მიმდინარე გამოწვევებზე, მისი დაძლევის უახლეს გზებსა და ტენდენციებზე იმსჯელეს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნცია საქართველოში „ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანი კლინიცისტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი სამედიცინო პროექტების განხორციელება.